„ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, პირველი ალბათ არ მიყვარდა ისე ძალიან“- ალეკო მახარობლიშვილი დანგრეულ ქორწინებაზე
მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც დანგრეულ ქორწინებაზე და მისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, პირველი მეუღლის მადლობელია, მაგრამ დიდი სიყვარული ეწვია და ქორწინებაში მყოფი, მის ახლანდელ მეუღლესთან ერთად გაიქცა.
„ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, პირველი ალბათ არ მიყვარდა ისე ძალიან.
სულ ვიღაც მიყვარდა, მერე დადგა პერიოდი როცა არავინ მიყვარდა და ჩავთვალე, რომ ამაზე მეტად აღარავინ შემიყვარდებოდა.
ამ ჩემ პირველ მეუღლეს ვუყვარდი და არაფერი დაუშავებია, პირიქით მე დავაშავე და მე მასთან მადლობის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ასეთი კარგი შვილები გამიზარდა.
მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი შვილები როგორ უნდა გაზარდო - მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები.
მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე დღემდე ერთად ვართ და იმედია სულ ასე ვიქნებით“,- ამბობს ალეკო მახარობლიშვილი.