"ძალიან მძიმედ დაასვა დაღი", - რა უსიამოვნო ამბის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ლელა წურწუმია
ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად ჰყავდა მსახიობი ბაია დვალიშვილი ქალიშვილთან ერთად.
ბაია დვალიშვილის ქალიშვილი სასკოლო პრობლემებს შეეხო და ლელამ თავისი ქალიშვილის მარიკოს გამოცდილებაც მოჰყვა, რაც სკოლაში შეემთხვა.
„ჩემს შვილს აბულინგებდნენ სკოლაში და ეს არანაირად არ გაიაზრა არც პედაგოგმა და არავინ.
ბავშვმა თვითონ იპოვა მერე სხვა სკოლა და გადამაყვანინა თავი. სამწუხაროდ, მე ძალიან გვიან გავიგე ეს ყველაფერი. და ძალიან გავბრაზდი.
ამ დაცინვამ და ამ დამოკიდებულებამ საკმაოდ მძიმე დაღი დაასვა ჩემს შვილს და ძალიან დიდხანს ებრძოდა ამ პრობლემას. ახლა ნელ-ნელა გამოვიდა“, – ამბობს ლელა წურწუმია.
როგორც აღმოჩნდა, იგივე პრობლემის წინაშე იდგა ბაია დვალიშვილის ქალიშვილიც, რის გამოც მას სკოლის შეცვლა მოუწია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები