ივანიშვილის ემოციური სიტყვები - როგორ გამოეხმაურა ბიძინა ლევან თედიაშვილის გარდაცვალებას

17-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებს გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ლევანი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი - საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოსანი სპორტსმენი.

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება.

ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, - ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები