"ის რომ არა, ალბათ რეპსაც არ დავიწყებდი", - ვის გამო დაიწყო რეპი მასტერმა

16-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილმა ქართველმა რეპერმა მასტერმა "დაიჯესტთან" ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე გააკეთა კომენტარი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მასტერი შეეხო, თავისი რეპის კარიერის დაწყებაა:

"ჩემს კარიერას ყველაზე მეტად ჩემი მშობლები ედგნენ გვერდში. დედაჩემმა პირველად შემიძინა სტუდია - ის რომ არა, ალბათ რეპს არც დავიწყებდი.

ის ხანდახან მეჩხუბება კიდეც, რომ ახალი სიმღერები ჩავწერო. მხარდაჭერას ასევე, რა თქმა უნდა, მეგობრებისგან და მსმენელებისგან ვიღებ", - განაცხადა მან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები