“საცოდავად ეყარა აქა-იქ ნაწილები, დაანაწევრეს ხალხი! ჯოჯოხეთი ვნახე! ისეთი სურათი ფილმებში მაქვს ნანახი“- რას წერენ თვითმხილველები ქუთაისში მომხდარ ავარიაზე, სადაც ავტომობილები ქვეითებს დაეჯახნენ

16-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

გუშინ, ღამის საათებში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარია მოხდა.

როგორც თვითმხილველები წერენ, საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ, რომლებიც ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ. შედეგად, ერთ-ერთი მძღოლი ქვეითებს დაეჯახა, მეორე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ისიც ნაავარიებ ადგილს დაეჯახა.

ადგილობრივები და თვითმხილველები მომხდარის შესახებ წერენ:

ვაიმე, საცობში მოვხვდი მაგ დროს. გული ამეწვა, საცოდავად ეყარა აქა-იქ ნაწილები. პოლიცია ცელოფნებს აფარებდა. ღმერთო, ყველა დაიფარე განსაცდელისგან...

საშინელი ავარია მოხდა პარლამენტთან. ორი მანქანა ერთმანეთს “ეგონკავებოდა“, ზებრაზე გადამსვლელებია გატანილი ისე, რომ დაანაწევრეს ხალხი!

2 ქალია გარდაცვლილი. ჩემ გვერდით ბინელები ყოფილან. ერთი ახალგაზრდაა და მეორე საშუალო ასაკის...

გადაკეტილი იყო პარლამენტთან გზა. მტერს არ ვუსურვებ, იქ ისეთი ამბავი იყო.

ზუსტად იცით, რომ ეგონკავებოდნენ? მე რომ გავიარე, 1 მანქანას ბოლი ასდიოდა. ეს რა ვნახე, ახლაც შოკში ვარ, ხალხნო. ვიაროთ ნელა და ყურადღებით. გეფიცებით, ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. 2 სახანძრო იდგა, ეს მანქანის ნაწილები. ვაიმე, ჯოჯოხეთი ვნახე!

ეგეთს არასდროს შევსწრებივარ... ახლაც ვერ მოვდივარ გონს. მარჯვენა დასახლებიდან რომ გადმოვუხვიე, უკვე მომხდარი იყო. ისეთი სურათი იყო, მართლა ფილმებში მაქვს ნანახი.

ფოტო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები