"წინადადება, „გედია წავიდა თავის მარიტასთან“, მიუღებელია, სოსო ჯაჭვლიანს ჰყავდა ულამაზესი ცოლი" – ეკო ფანგანი
რამდენიმე დღის წინ სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი და ლიკა ქავჟარაძის ფოტოები, წარწერით - "გედია წავიდა თავის მარიტასთან". ტელეწამყვანი ეკო ფანგანი აღნიშნულ ფრაზას ეხმიანება და მას მიუღებელს უწოდებს:
„ჩემი მოკრძალებული აზრით, გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში (მიუხედავად ჩვენი ყველას სიყვარულისა ამ პერსონაჟების და, ზოგადად, ფილმის მიმართ), მიუღებელია.
სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი ირმა, რომელთანაც ბედნიერი 31 წელიწადი განვლო.ვფიქრობ, წინადადება „გედია წავიდა თავის მარიტასთან”, ამ შემთხვევაში უადგილოა, როგორი გადატანითი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს", - განაცხადა ფანგანმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები