“არ ვიცი როდესმე შევძლებ თუ არა ვიპოვო სიტყვები იმის აღსაწერად რასაც ვგრძნობ” – რას წერს ირინა სარიშვილი

12-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

არ ვიცი როდესმე შევძლებ თუ არა ვიპოვო სიტყვები იმის აღსაწერად რასაც ვგრძნობ – ამის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი წერს.

“არ ვიცი როდესმე შევძლებ თუ არა ვიპოვო სიტყვები იმის აღსაწერად რასაც ვგრძნობ. იმ ჯოჯოხეთს არ ვგულისხმობ რაშიც ეხლა ვარ. ამაზე ვერც ეხლა და ვერც ვერასდროს ვერაფერს ვიტყვი. მე იმ სასწაულ თანადგომაზე ვამბობ რასაც 31 იანვრიდან დაწყებული ბარბარეს და მთლიანად ჩემი ოჯახის მიმართ ვხედავ მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, უცნობებისგან, უამრავი ადამიანისგან. რა უნდა გითხრათ თქვენ ყველას – მადლობა? სრულიად სასოწარკვეთილს პირველივე დღიდან იმხელა სიკეთე და სითბო მომდის თქვენგან, წარმოდგენა არ გაქვთ ეს ჩემთვის რა არის. გაქვავებული იმაზე მეტს რასაც აქ ვწერ ხოლმე ვერაფერს ვამბობ. ბაბალე კარგად იქნება და როცა დიდი გოგო გაიზრდება ისტორიებად მივუყვები ამ ყველაფერს.

ძალიან მიყვარხართ”


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები