დრაკონს 2 არაფავორიტი ნიშანი ჰყავს - ასტროლოგის რჩევა, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში

11-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

10 თებერვალს დრაკონის წელი შემოვიდა და ბევრ სიახლეს გვპირდება. ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე ასახელებს დრაკონის ფავორიტ და ნაკლებად ფავორიტ ნიშნებს.

მარიამ შუკაკიძე: დრაკონებისთვის საკმაოდ კარგი, იღბლიანი პერიოდი დაიწყება. ჩამოვთვალოთ, ვისთან მეგობრობს ის: ვეფხვთან, გველთან, მამალთან, მაიმუნთან, კატა-კურდღელთან.

ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს: ცხენთან, ტახთან და ძაღლთან.

ჯახი აქვს ორ ნიშანთან: ესაა თხა და ხარი.

გასწავლით, როგორ „მოვთაფლოთ“ დრაკონი, რომ მსუბუქად და წარმატებულად ჩაიაროს წელმა - ამ ორ ნიშანს, უფრო მეტ გამოცდას მოუწყობს, სანამ წელს, პიროვნული გაფართოების საშუალებას მისცემს. ამ გამოცდებს სწორად თუ გაივლით, რა თქმა უნდა, წარმატებული იქნება. ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია.

რა უნდა გააკეთოს თხამ - დააბალანსოს სიჯიუტე და სიხისტე, გახდეს ნაკლებად ამბიციური და მეტად თავმდაბალი. რაც მთავარია, აღიაროს დრაკონის ძლევამოსილება.

ხარი - მას ექნება კარმული არჩევანი მატერიალურსა და სულიერს შორის. ეს არჩევანი ყველა ხარს დაუდგება, მნიშვნელოვანია, რომ სწორი გზით, სულიერი განვითარების კუთხით წავიდნენ. ეს მატერიალურ მხარეს არ დააზიანებს, როდესაც ვიზრდებით სულიერად, ვართ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, გვაქვს იმდენი, რამდენიც გვჭირდება.

Primetime.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები