"3 წლის განმავლობაში თავისი ბორბლებიანი სახლით ქვეყნები მოიარა, ახლა კი ჩვენი წევრია", - რას წერს კეკელიძე
გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობა ბიბლუსში დაიწყო და იქ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება დაარსა.
კეკელიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მათ რიგებს თაკო კობახიძე შეუერთდა:
"თაკო კობახიძემ 3 წელია საკუთარი ბორბლებიანი სახლით სრულიად მარტომ იმოგზაურა და უამრავი ქვეყანა მოიარა. გუშინ შეგვეხმიანა და გვითხრა, რომ ჩვენი მოძრაობის წარმომადგენლობა სურს და ჩვენთან ერთად წიგნიერების გავრცელება. დღეიდან ის ჩვენი გუნდის წევრია.
#წიგნიერება
,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება" , - წერს ის.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები