ასტროლოგის გაფრთხილება - რა გველის 10 თებერვლის შემდეგ

09-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

10 თებერვალს, თბილისის დროით, 2:59 საათზე ახალმთვარეობა იქნება. ამ კონკრეტულ ახალმთვარეობას ჩვეულებრივზე მეტი ასტროლოგიური დატვირთვა აქვს - აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, სწორედ 10 თებერვალს დადგება დრაკონის წელი და მისი ასტროლოგიური გავლენა სრულად „ჩაირთვება“ - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

„10 თებერვლის ახალმთვარეობას როგორც მზე, ისე მთვარე მერწყულის 21-ე გრადუსში განთავსდება. ზოდიაქოს ეს კონკრეტული გრადუსი მიანიშნებს აპათიურობაზე, ენერგიის ნაკლებობზე, სუსტ მიზანსწრაფვაზე, დიდი ხნის მანძილზე დაგროვებულ და გამოვლენილ წინაღობებზე, მათი გადალახვასა და პრობლემების მოგვარების მცდელობაზე. გარდა ამისა, ეს შესაძლოა იყოს მოუმზადებელი ან ცუდად მომზადებული ცვლილებების განხორციელება, რასაც თან შეიძლება ახლავდეს სარისკო გარემოებებიც. ეს ყველაფერი შეიძლება შევადაროთ სიტუაციის მოულოდნელ შეცვლას, ამოყირავებასაც კი, რაც ბუნებაში შეიძლება ჰგავდეს ნახევრად დამდნარი აისბერგის სწრაფ ამოტრიალებას, რომელიც მასთან ახლოს მყოფი ცოცხალი არსებებისთვის საკმაოდ სახიფათოა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უახლოეს ერთ თვეში წინსვლა უნდა მოხდეს ნელა და გარკვეული დაზღვევებით. არ არის საჭირო გაუაზრებელი რისკი და რადიკალური მიდგომები. სპარტანული მეთოდი - „ფარზე ან ფარით“ გაუმართლებელი იქნება და გამოიწვევს ბევრ და არასაჭირო დანაკარგებს.

მით უმეტეს, რომ ახალ ახალმთვარეობის ჰოროსკოპში ასევე ვხედავთ მზე-მთვარის კვადრატულ ასპექტს ურანთან. ეს არის ზეარასტანდარტული და ექსტრავაგანტური გადაწყვეტები, რაც შესაძლოა მივიდეს ზემოთ ხსენებული სცენარების მოულოდნელ და რთულად პროგნოზირებად განვითარებასთან.

ზემოთ ხსენებულ ტენდენციას ძალიან კარგად გამოხატავს ტაროს ნულოვანი არკანი „სულელი“, ხოლო არქეტიპებში კი - ეს არის ტრიქსტერი. ეს მიანიშნებს ცდუნების ან მოტყუების მაღალ ალბათობაზე, ამიტომ სასურველია ყველა ინფორმაცია კარგად გადამოწმდეს, შემოწმდეს რეალურ, პრაქტიკულ-პრაგმატულ ჭრილში და მერე მოხდეს მასზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ზემოთ ხსენებულისა, ასევე ეს მიანიშნებს პროტესტისა და ამბოხის პერიოდზეც, როდესაც ცუდად ან საერთოდ არ ხდება მორჩილება ან სისტემური განვითარება.

მთლიანობაში, ვერ ვიტყვით, რომ ეს ცალსახად ნეგატიური და დამანგრეველი პერიოდია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება რთულად პროგნოზირებადი ერთი თვე, როდესაც ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და რაც მთავარია, მოვლენები საერთოდ ულოგიკოდ და უსისტემოდაც კი განვითარდეს.

დადებითი კუთხით ეს შეიძლება იყოს, ამ პერიოდში ახალი, შემოქმედებითი იდეების გამოვლენა, როდესაც მოიხსნება გარკვეული ჩარჩოები და ადამიანები იოლად აღიქვამენ ისეთ ინფორმაციას, რომლის გაგება და გაცნობიერება უჭირდათ. ეს შესაძლოა გამოდგეს ნოვატორული პერიოდი, როდესაც მოსალოდნელია განხორციელდეს ახალი მოკავშირეების მოძიება და გარკვეული სიახლეების დანერგვა. ის „გიჟური“ იდეები, რომლებიც ადრე ადამიანებს აფრთხობდა, ამ პერიოდში უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს. სასიკეთო იქნება ინოვაციების დანერგვა და საერთოდ ინოვაციური პროექტების დაწყება.

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

* ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერწყულის ზოდიაქოს მე-20, 21-ე და 22-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი საინტერესო პერიოდი, რომელიც მოიტანს განვითარების ახალ ტალღას, ახალ იმპულსებს და ახალ შესაძლებლობებს;

* ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჰაერის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - ტყუპებისთვის და სასწორებისთვის. მათთვის შესაძლოა დაიწყოს სასიკეთო ერთი თვე, რომელიც მოიტანს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების ახალ შანსებს. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ 21-29 თებერვალი, რადგან ამ პერიოდში სწორად გადადგმული ნაბიჯები მათი მომავლის სასიკეთო ფორმირებას შეუწყობს ხელს.

* მშვილდოსნებს და ვერძებს ასევე გაუჩნდებათ ახალი შემოთავაზებები, წინსვლის შესაძლებლობები, თუმცა ამ ყველაფრის გამოყენებისთვის, მათ მოუწევს საკუთარ თავზე დაიკისრონ პასუხისმგებლობა და გადამწყვეტ სიტუაციებში გაბედულად იმოქმედონ.

* რაც შეეხება ლომებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იქნება შინაგანი დაპირისპირებების აღმოფხვრა. რთულ სიტუაციებში აუცილებელი იქნება კომპრომისზე წასვლაც. ტაქტისა და დიპლომატიურობის გამოყენება ბევრად სასიკეთო შედეგებს მოიტანს, ვიდრე ეგოისტური გამოხტომები.

* სუსტად დისჰარმონიული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის - კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის და თევზებისთვის. მათ უნდა შეძლონ საკუთარ ემოციურ სამყაროში გარკვევა, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება და მიზნების სწორად დაგეგმვა. ასეთი მიდგომებით არა მხოლოდ შესაძლო შეცდომებისგან დაიზღვევენ თავს, არამედ წინსვლასაც შეძლებენ.

* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - კუროებისთვის, ქალწულებისთვისა და თხის რქისთვის. ამ ადამიანებს მოუწევთ მოსაწყენი და რუტინული საქმეების კეთება. ამასთანავე, შესაძლოა ყველაფერი მათი გეგმების მიხედვით არ წარიმართოს. თუმცა მოთმინებისა და ორგანიზებული შრომის წყალობით დაძლევენ გამოწვევებს და შექმნილ წინაღობებსაც გადალახავენ“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები