„როცა გემშვიდობებოდი, გახსოვს, ხელს რომ მიმალავდი?! ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი გქონდა?!", - კურტანიძე ჯაჭვლიანს ემოციურად ემშვიდობება

09-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

სოსო ჯაჭვლიანი სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 8 თებერვალს გარდაიცვალა.

მისი ახლო მეგობარი ლუკა კურტანიძე ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„8 თებერვალი ეს ის თარიღია, რომელმაც მითხრა სოსო უფალთან წავიდა… იცი, სოსო მთელი ეს წლები, რაც ერთად ვიარეთ, მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი, რატომ?! იმიტომ, რომ მჯეროდა შენი უღალატობის! ქრისტეს შობამდე მომწერე, როცა ჩამოხვალ ბორჯომის ხეობიდან, მოდი მნახეო.. 6 იანვარს შეგხვდი და იქაც იმ მდგომარეობაში მყოფი მომავალზე მესაუბრე, ის სიტყვა, რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით!

იცი, სოსო, მე შენი იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებ, სადაც არ უნდა იყო, ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით ,რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის!

6 იანვარს, ბოლოს, როცა გემშვიდობებოდი, გახსოვს, ხელს რომ მიმალავდი?!  იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილ-დალურჯებული გქონდა?! მიმალავდი, რადგან არ გინდოდა, ეგ ნატანჯი ხელი მენახა იმიტომ, რომ არ მტკენოდა, კიდევ გინდოდა, შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადაფარე…

ამ პროცესში მივხვდი, რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი უტეხი გმირი იყო ჩემ თვალწინ, რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა და ამასთანავე ერთგულებაზე, მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი… მოგკიდე ხელი, დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი, შუბლზე მივიდე და გითხარი, მეიმედები… იცით?! ასე რომ მოვეფერე, არ ელოდა და მითხრა… შენ შემოგევლე! შენ!..“


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები