“ხორცი ნისიად მომეციო, რაზეც უარი მიიღო, ამოიღო იარაღი, სამი ადამიანი იქვე მოკლა, ასევე ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა” – რას ყვება თვითმხილველი
რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრობაზე საშინელი დანაშაული მოხდა - პირი ბაზრობაზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, 4 ადამიანი მოკლა, ხოლო 1 დაჭრა.
როგორც ირკვევა, მან საკუთარი ოჯახის წევრი - ბიძა მოკლა, დაშავებულია ბიძაშვილი, ხოლო ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველი ამბობს, რომ დამნაშავე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო:
"კაიფში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. ნისიად მომეციო, უთხრა, რაზე უარი მიიღო, ამან ამოიღო და გაისროლა. სამი ადამიანი, ბაზრობაზე მოკლა და ასევე ცეცხლი გაუხსნა, ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვნა. ისიც დაიღუპა”, -ამბობს თვითმხილველი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები