"მეწყერში დამარხული ოჯახის და ეული, ემიგრანტი დედის ტრაგედიაზე ვიქვითინებთ და რა?! ეს არ არის ბოლო... შემდეგი შეიძლება..." - რას წერს თეა გოდოლაძე

08-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თეა გო­დო­ლა­ძე ბაღ­დათ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ბაღ­დათ­ში მე­წყერ­მა ოთხი სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა და ცხრა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

"2014 წლის 17 მაისი, დევდორაკი; 2015 წლის 13 ივნისი ვერეს ხეობა, 2023 წლის შოვის და გურიიის ტრაგედია, 2024 წელი, ქედის და ბაღდათის ტრაგედია. გლოვა და პოსტების წერა ვიცით, ვიგლოვეთ.

მეწყერში დამარხული ოჯახის და ეული, ემიგრანტი დედის ტრაგედიაზე ვიქვითინებთ და რა?! ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა. გლობალური დათბობა არსად წავა. ჩვენ რა გავაკეთეთ, რა გამოვასწორეთ. შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს, ვიღაც ფულიანი ბიძის ახირების გამო კორპუსი ჩააკვეხეს და მიწა დაძრულია. რომ დავიმარხებით ამოგვთხრიან, ჭიქას წააქცევენ და ამ ქვეყნოს ფულიანი ჯაყოები უადგილო ადგილზე ისევ კორპუსებს წამოჭიმავენ. არავინ ზრუნავს ხალხი, რომელმაც არ იცის რამდენად საშიშ ადგილზე ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანოს; არასწორი სამშენებლო ნებართვები არ გასცეს; ახალგაზრდა კადრი გაზარდოს, რათა არაპროფესიონალებმა ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ყველა ბეცმა, ვინც ფული იშოვა რაღაცას აშენებს მრცხვენია, მრცხვენია! ვერაფერს ვაკეთებ. ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ლაპარაკის გარდა! რა გავაკეთეთ?!

P.S. ფბ-ს თუ გადავხედავთ, გლოვაც “გაგვიტრუხდა” უკვე," - წერს თეა გოდოლაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები