"წუხელ რომ დაფაცურდნენ "ქართველები რომში", ეგეთი რაღაცა არც გამიგია და არც მინახავს..." - რას წერს ემიგრანტი, სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედაზე, რომელიც იტალიიდან საქართველოში დაბრუნდა
ემიგრანტი მინდია გაბადაძე სოციალურ ქსელში, ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება. ბაღდათში მეწყერმა ოთხი სახლი გაანადგურა და ცხრა ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის ოთხი წევრია - მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი გოგონები. ცოტახნის წინ ჩამოფრინდა დაღუპული ბავშვების დედა, რომელიც წლები, იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა.
"ემიგრანტების ფეისბუქ-ჯგუფებში რა არ წამიკითხავს, რა არ მინახავს, რაზე არ დავსედიანებულვარ და რაზე არ გამღიმებია. მაგრამ წუხელ რომ დაფაცურდნენ "ქართველები რომში" და ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილის 8 საათზე რომიდან ქუთაისში მოდიოდნენ, ეგეთი რაღაცა არც გამიგია და არც მინახავს.ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილით ქუთაისი-რომის რეისზე, ბაღდათისკენ მიმავალ ქალს ყურადღებას მიაქცევდნენ.თავიანთი გაჭირვება, დარდი და ტანჯვა საკმარისი იყო ყველასთვის, მაგრამ მეწყერჩატანილი ქმრისა და სამი ბავშვის დასატირებლად მიმავალი ქალის კანში თითქოს ყველა ერთიანად ცდილობდა შესვლას და ამ ტანჯვის გაზიარებას."