ცნობილია - როდის გადმოასვენებენ სოსო ჯაჭვლიანს საქართველოში

08-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

8 თებერვალს მსახიობი, სპორტსმენი და პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში, მძიმე სენის გამო გარდაიცვალა.

"დაიჯესტთან" საუბრისას ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობელმა განაცხადა, რომ გარდაცვლილს თურქეთიდან დღესვე გადმოასვენებენ საქართველოს ტერიტორიაზე.

ის რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს და ძირითადად თურქეთში მკურნალობდა, თუმცა დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მსახიობებიც.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები