„ყველაფერი უთხრეს ქუთაისის აეროპორტში...“ - სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედა საქართველოშია

08-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

სოფელ ნერგეეთში სტიქიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხაროდ, სტიქიას ერთი ოჯახის 4 წევრი - გია რობაქიძე,  უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და, ანა და ქეთი შეეწირნენ, ხოლო დედა ემიგრაციაში იმყოფება.

"ემიგრანტების იმედი" წერს, რომ ემიგრანტი დედა საქართველოში იმ იმედით ჩამოფრინდა, რომ ოჯახის წევრები რეანიმაციაში იყვნენ, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ სიმართლე გაიგო:

„ჩამოფრინდა და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში.... მიდის ბაღდათში ამდენი წლის მონატრებული ანგელოზები გაყინული უნდა ჩაიკრას გულში.... მეტს აღარ დავწერ იქ რა დატრიალდა ამ ამბის გაგების მომენტში.... ეს ჩემს ძალებს აღემატება....“ ,- წერს შოთო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები