"20 წლის ნიაკო ამ ბავშვების ბიძაშვილი იყო... ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან" - რას ჰყვება ნერგეეთის უმძიმეს ტრაგედიაზე ადგილობრივი პედაგოგი

08-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ხა­თუ­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან ცუ­დად ვართ ყვე­ლა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ტყუ­პი, და­თუ­ნა, მამა, მა­მი­დის სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს. დედა დღეს მო­დის იტა­ლი­ი­დან, გუ­შინ რომ­ში ჩაფ­რინ­დე­ბო­და. აქ მათ სახ­ლი, არა­ფე­რი აღარ დარ­ჩათ. იმ სახ­ლე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სი­ახ­ლო­ვეს არის და გა­დარ­ჩა, ღა­მე­საც აღარ ათე­ვენ იქ. ჯერ ბავ­შვე­ბის ცოდ­ვით და თან, სა­შიშ ზო­ნად გა­მო­ცხად­და ის ტე­რი­ტო­რია.

- 20 წლის გო­გო­ნაა გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის...

- ნი­ა­კო რო­ბა­ქი­ძე, გვერ­დზე სახ­ლში ცხოვ­რობ­და, ბი­ძაშ­ვი­ლი იყო ამ ბავ­შვე­ბის (რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის). და­ი­ღუ­პა ნი­ა­კოს დედა, ბე­ბია, მა­მას სხვა ოთახ­ში ეძი­ნა და მე­წყერს რომ და­ურ­ტყია, გა­მო­ვარ­და გა­რეთ და მამა გა­დარ­ჩა, უბ­რა­ლოდ, დამ­ტვრე­უ­ლია, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. ტყუ­პის ოჯახ­ში ყვე­ლა და­ი­ღუ­პა. მე­სა­მე ოჯა­ხი, ისიც რო­ბა­ქი­ძის ოჯა­ხი იყო, მო­ხუ­ცი დედა და შვი­ლი ცხოვ­რობ­დნენ, ორი­ვე და­ი­ღუ­პა. ისეთ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გვტკი­ვა. 45 წლის ქალი ვარ და მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა ჩვენს კუ­თხეს არ ახ­სოვს.

წყარო: ამბები.ჯი, იხილეთ სრულად


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები