დიდი ტრაგედია - საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას იმედის ოპერატორი ემსხვერპლა
სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას იმედის ოპერატორი და 2 მფრინავი ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, საჰაერო ბუშტი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც მისი ჩამოვარდნა და მსხვერპლი გამოიწვია.
აღნიშნულს ტელეკომპანია იმედი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
"სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და მფრინავების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები