"გია როინიშვილს მანქანა აჩუქეს, წავიდა და როგორ ავარიაში მოჰყვა იცით" - რას იხსენებს ბიძინა ბარათაშვილი

06-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი მსახიობ გია როინიშვილზე სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გია როინიშვილს, შესანიშნავ მსახიობს, მანქანა აჩუქეს. ძალიან კარგი მძღოლი ვარო, წავიდა და როგორ ავარიაში მოჰყვა იცით? თვითონ სანაპიროზე რაღაცას დაეჯახა, უკნიდან და წინიდან დაეჯახნენ, ასევე ზემოდანაც რაღაც დაეცა, დააზიანა ჩინელი და თავად როგორ გადარჩა, არ ვიცი.

ტრაგიკულად ზის ტახტზე და ვითომ თავის ბრალი არ იყო. მოვედით მე და გია ტოგონიძე მეგობრის სანახავად. ვეკითხებით, რას აპირებ მანქანასთან დაკავშირებითო. ამბობს, ეს მანქანა 4 000 დოლარად უნდა გავყიდოო. მითხრა, ოთხივე კარებია დაზიანებული და ყველა ბორბალი გასკდაო. ყველაფერს ოთხივეს იძახდა. ჭერი ცოტა ჩაღუნულიაო. "კრილოები" გამოსაცვლელიაო. წინ და უკან "ბამპერები" მოსძვრაო. ვეუბნები, რას ყიდით, მანქანაში არაფერი დარჩა მეთქი. თან მეუბნებიან, შენთან ლაპარაკი არ შეიძლება, ვერაფერს გაგებინებთო", - ამბობს ბიძინა ბარათაშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები