"სასწრაფოდ გააკეთეთ ეს, ნუ აკეთებთ ამას" - სოფო ნიჟარაძის ემოციური განცხადება
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტო-ვიდეო კადრები გავრცელდა.
ცოტა ხნის წინ პატარა ელის მარიას ახალი ფოტოები სოფო ნიჟარაძის "ფანგვერდმაც" გამოაქვეყნა.
ფოტოსკომენტარებში გამოჩნდა სოფო ნიჟარაძეც, სადაც მომღერალი მცირეწლოვანი შვილის დამუშვებული და დაფოტოშოფებული ფოტოების წაშლას ითხოვს.
"გთხოვთ, დამუშავებული ფოტო წაშალოთ! მცირეწლოვანი ბავშვის უნებართვოდ ფოტოს დამუშავება და დადება არ არის სწორი. აიღეთ ფილტრიანი, დაფოტოშოფებული ფოტოები!", - წერს პოსტის კომენტარებში სოფო ნიჟარაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები