რატომ აწამებენ ადამიანებს? უფლება დამცველები რას ფიქრობენ, ქართველებს არ ვგულისხმობ, ამათი აზრი არ გაიშვას არსად...“ - გოდერძი შარაშია აშშ-ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე
ადამიანის უფლებადამცველები და მსოფლიო შეძრა აშშ-ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით 58 წლის მამაკაცი კენედ სმიტი აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს. ალაბამას შტატში, სმითის სიკვდილით დასჯის დამსწრეთა მიხედვით, პროცედურა 22 წუთი გაგრძელდა, ხოლო პატიმარმა, სპეციალური ნიღბის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით 2 წუთის შემდეგ დაკარგა გონება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც სასტიკი მეთოდის გამოყენებით ადამიანის წამებას გულისხმობს, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია „ფეისბუკში“ ეხმაურება.
„უმაღლესი ზომა აზოტით გაგუდვა სისრულეში მოიყვანეს.
მკვლელობისთვის გასამართლებული 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ აზოტის შესუნთქვით მოკლეს.
ბრალდებულმა სუნთქვა 15 წუთზე შეწყვიტა, 22-ე წუთზე კი გარდაცვლილად გამოაცხადეს, აზოტით გაგუდვის პროცესს მსჯავრდებულის ოჯახიც დაესწრო.
ეს ამბავი აგერ გუშინ ალაბამას შტატში მოხდა.
შედეგი: ორმა შტატმა აზოტით გაგუდვა კანონში ნებადართულად გამოაცხადა.
არ ვცი რამდენად ჰუმანურია ეს ამბავი, მაგრამ საინტერესოა ადამიანის უფლებების დამცველები რას ფიქრობენ, ქართველ არასამთავროების აზრს არ ვგულისხმობ, ამათი აზრი არ გაიშვას არსად.
მართლა მაინტერესებს 21 საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტის ერაში აზოტის შესუნთქვით რატომ აწამებენ ადამიანებს“,- წერს შარაშია.