გლოვობს სრულიად საქართველო - გარდაიცვალა ქართველი რეკორდსმენი

03-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს უხუცესი მთამსვლელი ლევონ სარქისოვი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს უხუცესი მთამსვლელის ლევ (ლევონ) სარქისოვის გარდაცვალების გამო.

ლევ (ლევონ) სარქისოვს ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი მთა­ში აქვს გატარებული და პრაქ­ტი­კუ­ლად, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მწვერ­ვა­ლი აქვს და­ლაშ­ქ­რუ­ლი, ზო­გი­ერ­თი რამ­დენ­ჯერ­მეც: უშ­ბას სამ­ხ­რეთ და ჩრდი­ლო­ეთ მწვერ­ვა­ლე­ბი - 4 710 მ და 4 676 მ; ჩა­ტი­ნი - 4 318 მ; იალ­ბუ­ზი - 5 642 მ. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე შვიდიათა­სი­ა­ნი მწვერ­ვა­ლი.

ყვე­ლ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი მის ალ­პი­ნის­ტურ კა­რი­ე­რა­ში დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი, ევე­რეს­ტია (8848 მ), რო­მე­ლიც მან 1999 წელს ექ­ს­პე­დი­ცია "კავ­კა­სია-99"-ის წევ­რებ­თან ერ­თად და­იპყ­რო. ამას­თან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და რო­გორც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ევე­რეს­ტის დამ­ლაშ­ქ­რა­ვი, გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნ­შიც შე­ვი­და.

ლევ (ლევონ) სარქისოვი „ე­დელ­ვე­ი­სის ორ­დე­ნი­სა" და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და "თოვ­ლის ჯი­ქის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია“, - წერია სამძიმრის წერილში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები