"ვზივარ სამსახურში და ცრემლები მომდის", - რას წერს დათო ლიკლიკაძე

02-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თითქოს წესიერება არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ისე გაოცებული ვარ უნდა დავპოსტო.

სახლში ერთ-ერთ ოთხაში შუქის ანთების დროს ტელევიზორიც უცებ გაანათებდა და ისევ ქრებოდა. პროფესიონალებმა გვირჩიეს, რომ ელექტრიკოსი მოგვეყვანა, სავარაუდოდ "ნული" არის დაკარგულიო, თუ სუსტიო (ვერ ვერკვევი რას ნიშნავს ახლაც). მოვიყვანეთ ერთი კაცი, რომელმაც კარგა ხანს იმუშავა, შეამოწმა ყველაფერი და თქვა, აბსოლუტურად წესრიგშია ელექტროობა, არაფერი აქ ხარვეხი არ გაქვთო. შესაბამისად უარი თქვა ჰონორარზე, არაფერი გამიკეთებიაო. ცნობისთვის აქვე დავსძენ, რომ მან არ იცოდა ვის სახლში იყო, ანუ რაიმე პატივისცემას არ ქონია ადგილი ჩემს მიმართ. ოჯახის სხვა წევრი ეკონტაქტებოდა და ის დახვდა სახლში.

ასეთ პატიოსან ხალხზე მართლა მეტირება, რანაირად ცხოვრობენ? რანაირად შეინარჩუნეს ასე წესიერება ამ  საუკუნეში? ვინც ჩემს ოჯახს იცნობს მიხვდება, რომ მამაჩემი იყო ასე სულელურად პატიოსანი და თითქოს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ, აი ვზივარ სამსახურში და ცრემლები თავისით მომდის."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები