„ეს არის დიდი სასწაული, მარიტას შემდეგ ოჯახს 13 წელი შვილი არ უჩნდებოდა...“ - უბედური შემთხვევის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება
2022 წელს, ვაკის პარკში, უბედური შემთხვევის დროს დაღუპულ მარიტა მეფარიშვილის ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება - მის მშობლებს გოგონა შეეძინათ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაქრისტიანდა.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ეს არის დიდი სასწაული, რადგან მარიტას შემდეგ ოჯახს 13 წელი შვილი არ უჩნდებოდა.
„ნუცას და მარიტას და. მადლობა ჩვენს მამებს, ტატას ნათლიებს, ილია მეორეს მამა შალვა მამა საბა ასეთი სიყვარულისთვის. მადლობა მამა გრიგოლ ხუნწარიას ტატას გაქრისტიანებისთვის",- წერს სოციალურ ქსელში მარიტას დედა, ანა შოშიაშვილი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები