რაც შეეხება ჩვენს ქორწილს სასწაული რამე უნდა ვთქვა... იმედია არ ეწყინებათ - თათა გიორგობიანი

28-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ომღერალი თათა გიორგობიანი ჟურნალ სარკესთან თავის ქორწილზე საუბრობს და ამბობს, რომ არ უნდა დიდი ქორწილის გადახდა, ვინაიდან ქორწილის შემდეგ უმეტეს სუფრაზე ჩხუბი ტყდება.

"კონკრეტული არაფერი გადაგვიწყვეტია, ახლა ვგეგმავთ. ბუნებრივია, ვაპირებთ ჩვენი ქორწინების ოფიციალურად გაფორმებასაც. რაც შეეხება ქორწილს, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია, არ ეწყინებათ იმ ადამიანებს, ვის ქორწილშიც მიმღერია, მაგრამ ქორწილები ძალიან არ მიყვარს. არ ვიცი, ფორმატი არ მომწონს თუ იმის გამო, რომ ბევრი ქორწილი შემდეგ ჩხუბით სრულდება. მირჩევნია, ვიწრო წრეში, შინაურულად აღვნიშნოთ ეს დღე"


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები