"ეს 20 წელში ერთხელ ხდება და ჩვენ უკვე შევაბიჯეთ ამ ცილკში", - რამაზ გიგაური

28-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლის შემდგომ ცვლილებებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ასტროლოგმა საზოგადოებას თემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარა👇

„პლანეტა პლუტონი, რომელიც ასტრონომიაში არის პლანეტოიდი, თუმცა ასტროლოგიაში ძალიან მნიშვნელოვან პლანეტად ითვლება, განაპირობებს ეპოქალურ ცვლილებებს. 

პლუტონი დაბუნდება თხის რქაში, რეტროგრადულად, რაც დაკავშირებულია კარმულ და ბედისწერულ მოვლენებთან. 

შემდგომ პლანეტა პლუტონი მერწყულში 20 ნოემბერს გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში შევაბიჯეთ ძალიან მნიშვნელოვან ციკლში, რომელიც მინიმუმ 20 წელიწადში ერთხელ ხდება.

ერთი ციკლის წინ შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც პლანეტა პლუტონი შევიდა მერწყულში, ამერიკის ჯარებმა საბოლოოდ დაამარცხეს ინგლისის არმია და დაიწყო მოძრაობები, რამაც საფუძველი დაუდო იმ აშშ-ს, რომელსაც დღეს ვხედავთ.  

ეს ყველაფერი მიანიშნებს გარკვეულ ცვლილებებზე, ტრანსფორმაციაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს რამე საფრთხე ემუქრება.

შეუძლებელია ადამიანი არსებობდეს ცალკე განყენებულად, ან ქვეყანა ცალკე. 2008 წელს მსოფლიოში იყო ფინანსური კრიზისი, რასაც მართავს პლუტონი. პლუტონი მერვე ასტროლოგიურ სახლს მართავს და ეს არის სახლი კრიზისების, სტრესების, ფინანსური ვალდებულებების“, - ამბობს რამაზ გიგაური.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები