“შვილი რომ დავკარგე, ზუსტად მაშინ…” – ლეო ანთაძის ძალიან ემოციური და უცნობი განცხადება

28-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ლეო ანთაძე: "შვილი რომ დავკარგე, მაშინ დავიწყე მოწევა... შემდეგ პედაგოგად ვმუშაობდი, შემოქმედებით პროცესში სასიამოვნოა, რომ ეწევი და დამემართა ინფარქტი და მას შემდეგ აღარ ვიხედები სიგარეტისკენ. შვილის ტრაგედიის გადატანაში დამეხმარა თეატრი. მაშინ ირაკლი უჩანეიშვილის ხელმძღვანელობით პატარა ჯგუფი შექმნეს და მე ფორტეპიანოზე დამკვრელად ამიყვანეს. კონცერტებს ვატარებდით ხოლმე. სცენაზე რომ გადიხარ, ყველაფერი გავიწყდება, გატაცებული ხარ მხოლოდ იმ საქმით...

რომ გითხრათ, რომ კიდევ დიდხანს მინდა სიცოცხლე, არა... არ მინდა, რომ კიდევ რაიმე უბედურებას მოვესწრო... ჩემი შვილები ასაკში არიან უკვე... დიდხანს სიცოცხლე არ მინდა" - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები