დათო ლიკლიკაძე: "ანუ, ამას საზოგადოების გამარჯვებას ვეძახით?"
რამდენიმე დღეა კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლება ძალიან აქტუალური საკითხია - ვალის გადაუხდელობის გამო კერძო იპოთეკარი ოჯახს ბინიდან ასახლებს.
აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, ხოლო აღსრულების ბიუროსთან შეტაკებისას 2 ახალგაზრდა დაიჭირეს - მათ სამიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღნიშნულს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"გუშინ დავპოსტე და დღესაც მაინტერესებს:
ხატიაშვილებმა და მევახშემ საქმე მოაკვარახჭინეს ( 70 000 დოლარი სახლში ქონია იმ ოჯახს, მევახშე ითხოვს კიდევ 20 000 დოლარს, რომელსაც ხალხი აუგროვებსო), ანუ ამას ვეძახით საზოგადოების გამარჯვებას? მევახშეს ამოვაღებინეთ ფული როგორც მივხვდი.
და ვინმემ მოიკითხა არტისტი გიორგი ხასაია? და მეორე ახალგაზრდა კიდე.
გიორგი ხასაიას 11 წლის შვილი ელოდება სახლში მეორე დღეა. დედა ვერ ეუბნება რომ მამამისი დაჭერილია.
ანუ გიორგი ხასაია თუ სწორად მივხვდი შეეწირა ამათ "მოკვარახჭინების" ამბავს ხომ?"