„მწერდა ყველაზე რთულ წუთებში - როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდა“, - გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

25-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა - გარდაიცვალა სამოქალაქო აქტივისტი ნინო დოფიძე.

კეკელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს უტოლდებიან და მეტიც. ჩემთვის ხაშური ნინო დოფიძეა. ახალგაზრდა, საოცარი გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. შეზღუდული შესაძლებლობა? საშინლად მძულს ასეთი სახელდებები.

ჩვენი ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ და ან ვინ ყოფილა შეუზღუდავი ძალის? ცოტა და ერთი მათგან ნინო იყო: დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონ-კიხოტური სულით. რამდენჯერმე ვნახე ხაშურში, საკუთარ ლიტერატურულ კლუბში, რომელსაც მე ნინოს სახელს დავარქმევდი დღეიდან, თუმცა ახლო მეგობარივით მწერდა და ხშირად.

მწერდა ყველაზე რთულ წუთებში – როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდა. ვიცი, ბევრს გვაქვს მისი ამგვარი ვალი. როგორ გადავიხდით? ვერაფრით. ასე თუ ამოვიოხრებთ მხოლოდ“ – წერს გიორგი კეკელიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები