"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი დიდი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ", - ია ფარულავა
თათია შარანგიას საავტორო გადაცემა – “სთორის” მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ესტუმრა, სადაც მან წარსულზეც ისაუბრა.
იამ საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც ისაუბრა, “ამ თემაჩვენ კლასელები ვიყავით, ერთ მერხზე ვისხედით და ბავშვობაში ძალიან ვუყვარდი” - ამბობს ფარულავა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, მსახიობის აზრით ეს არის დანაშაული.
“მიშა აუცილებლად უნდა გაანთავისუფლონ. მისი პატიმრობა, ეს არის უდიდესი დანაშაული. განსაკუთრებით, უკრაინის ომის ფონზე, მიშა არ უნდა იჯდეს ციხეში. ყველამ დავინახეთ, რომ იგი აღმოჩნდა საოცარი პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, ნათელმხილველი. რაც მიშამ თქვა, ყველაფერი ისე ხდება”- თქვა იამ.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ არსებობს თემა, რომლის შესახებაც არსად ყვება და ექსკლუზიურად ინახავს. როგორც ფარულავა განმარტავს, “რუსთავი 2”-ზე არ აძლევდნენ უფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილზე ესაუბრა, ასევე მას გარკვეული კუთხით სხვა საკითხებშიც ზღუდავდნენ. საბოლოო ჯამში, ია ფარულავამ, “რუსთავი 2”-ის “წნეხის ქვეშ არ მოქცეულიყო, ადგა და დატოვა კომპანია”. იგი ახლა “ფორმულა”-ზე მუშაობს და კვლავ აგრძელებს მის საავტორო გადაცემას- “ია ფარულავას კონვერტს"