"მისი ცოლის ანუ 10 დღის წინ გარდაცვლილი ჩემი ქალიშვილის ქელეხის სუფრას ვამზადებდით, მაგ უნა­მუ­სო კაცმა კი ჩემი შვილიშვილი გააუპატიურა" - რას ჰყვება გოგონას ბებია უმძიმეს დანაშაულზე

20-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და კა­ხეთ­ში. გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 14 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ბი­ძამ, მა­მი­დის ქმარ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. შემ­თხვე­ვა სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ფერ­მა­ში მოხ­და, რის ემ­დე­გაც გო­გო­ნამ ოჯახს საშ­ვე­ლად და­უ­რე­კა.

მომ­ხდა­რისშემ­დეგ შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გო­გოს ნა­თე­სა­ვებ­მა 45 წლის მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. დაჭ­რი­ლი კაცი სა­გა­რე­ჯოს სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის და ის ქვე­ყა­ნა­ში მისი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ჩა­მო­ვი­და

საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 14 წლის გო­გოს ოჯა­ხი სი­ძის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. არას­რულ­წლო­ვა­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ფერ­მა­ში 45 წლამ­დე კაცს ბავ­შვი ჩა­ა­ბა­რეს, რად­გან ისი­ნი ქელე­ხის სუფ­რას ამ­ზა­დებ­დნენ, მან კი მო­ზარ­დზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და გა­იქ­ცა.

"ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 10 დღის წინ, მისი შვი­ლე­ბი და ქმა­რი აქ დარ­ჩნენ ჩვენს ოჯახ­ში. ჩვენ ვუვ­ლი­დით ვაჭ­მევ­დით და ვი­ნა­ხავ­დით.იმ დღეს კი ქელე­ხის სუფ­რას ვამ­ზა­დებ­დით და ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ჩა­ვა­ბა­რეთ ფერ­მა­ში მაგ უნა­მუ­სო კაცს, მან კიდე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რის შემ­დე­გაც ბავ­შვმა დე­დას და­უ­რე­კა და შვე­ლა ითხო­ვა. ის უნა­მუ­სო კაცი კი ჩვენ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა დაჭ­რეს. ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა. არ ვა­პა­ტი­ებთ ამ უნა­მუ­სო კაცს" - ამ­ბობს გო­გოს ბე­ბია.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 117 სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის და 137 გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყარო: ambebi.ge


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები