როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ ვერ აღავლინა წირვა მან სამებაში
დღეს ნათლისღებაა, მართლმადიდებულ ეკლესიებში კი წირვა-ლოცვები აღევლინა.
აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო ტაძარში, რომელშიც წესით ეს ილია მეორეს უნდა გაეკეთებინა, წირვა-ლოცვა მისმა მესაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.
დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აღნიშნული პატრიარქის ასაკით ახსნა:
„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ უკლებლივ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა.
სამწუხაროდ, პატრიარქმა ეს დღესაც ვერ შეძლო“, – თქვა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები