ჯუმბერ პატიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

16-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ამის შესახებ საპატრიაქროს მიერ გავრცე;ებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„ბ-ნ ჯუმბერ პატიაშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - დიდად ვწუხვართ ქ-ნ თინა-თინათინ ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო. შესანიშნავი ადამიანი, ღირსეული მეუღლე, დედა და დიდედა დააკლდა ჩვენს ქალაქს. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ გეგრძნო ამ პიროვნების ღირსება და კეთილშობილება.

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ თინა-თინათინის უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა, ამ განსაცდელის დაძლევის და მისთვის ლოცვის ძალა,“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები