კალაძის საჩუქარი - თბილისის მერის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით შეხვდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამტრედიის მკვიდრ ნიკურაძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა.
ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ნიკურაძეების მრავალშვილიან ოჯახთან ერთად, კიდევ სამ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი.
„კახი კალაძის სამტრედიელებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ტრადიციული საჩუქარი საზეიმო კონცერტი წელსაც რამდენიმე ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილებით დაგვირგვინდა და ოთხ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადაეცა.
ამის შესახებ სამტრედიელებს საზეიმო კონცერტის სცენიდან აუწყა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.
ნიკურაძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი კახა კალაძემ შეუძინა, გასაღები ოჯახს მისმა ვაჟმა, ლევან კალაძემ გადასცა.
ძიძიგურების მრავალშვილიანი ოჯახი „არქიმ“ დაასაჩუქრა.
ბახტაძეების ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სამკერვალო ფაბრიკამ „ანაბეჭი“ უზრუნველყო.
ჯიბლაძეებს კი საცხოვრებელი, ბიზნესმენმა ლევან თარგამაძემ შეუძინა“,- ვკითხულობთ განცხადებაში.