გაფრთხილება მძღოლებს - ამ ადგილებში ტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა
საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი საკმაოდ გაუარესებულია, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ჭირს ხილვადობაც, რის გამოც მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზე.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზეც. კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც მსგავსი ტიპის ავტომობილებისთვის მოძრაობა არ არის დაშვებული ხაშური-აწყურის მონაკვეთია.
თუ როდის გაიხსნება აღნიშნული გზები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები