"გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე ვნახე...", - სეფაშვილი კაკული გურიელაშვილის გარდაცვალებაზე
რამდენიმე დღის წინ მერაბ სეფაშვილის ახლო მეგობარი კაკული გურიელაშვილი მძიმე სენთან ბრძოლის შემდგომ გარდაიცვალა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, სეფაშვილმა აღნიშნულ საკითხზე დუმილი დაარღვია და ფეისბუქზე გურიელაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა:
„მეგობრებო მადლობას გიხდით ამ ტკივილის გაზიარებისთვის. ნამდვილი, კეთილი, მოსიყვარულე, ნიჭიერი კაცი წავიდა იმიერში ჩვენი კაკულის სახით“, – წერს სეფაშვილი ფეისბუქში.
მან ასევე კომენტარი გააკეთა "პრაიმთაიმთან":
"ჩათვალეთ, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა. ძმებივით ვიყავით. გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვინახულე. უკვე ძალიან ცუდად იყო. თითქმის, ლაპარაკიც აღარ შეეძლო. აი, ასე...
მე მძიმედ ვარ, სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი. ძმასავით მიყვარდა. დრო რომ გავა, მასზე შემოქმედებითი კუთხით, მერე ვისაუბრებ. ახლა ძალიან მიჭირს მასზე საუბარი."
გურიელაშვილი 59 წლის ასაკში დაიღუპა.