მაშინვე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს - თბილისში კაცმა 27 წლის ცოლი მოკლა

09-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში - ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დღეს დილით 27 წლის ქალი შეიყვანეს, რომელსაც თითქმის მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს:

"მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები" ამბობს ექიმი.

დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით ქალს სასიკვდილო ჭრილობები ქმარმა მიაყენა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

თბილისში, ქმრის მიერ მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია. 27 წლის ქეთევან ედიბერიძე კლინიკაში სასტიკად ნაცემი შეიყვანეს, მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა მთელ სხეულზე.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები