რა ინფორმაცია ვრცელდება ბოლნისში დღეს მომხდარ უბედურ შემთხვებაზე

08-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს დილას ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა - გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ორ არასრულწლოვან ძმას დაეჯახა, რომლებიც ბოსტნეულით ვაჭრობდნენ.

როგორც ირკვევა, ორივე არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა, რაც შეეხება მძღოლს, პოლიციამ ის შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭირა.

როგორც ირკვევა, ავარიის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა, ამ ეტაპზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებლი იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ფოტო: მთავარი არხი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები