ივანე ჩხეიძე: "ბავშვთა ავადობის მხრივ ეს პერიოდი ყველაზე რთული იქნება"
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხეიძემ უახლოეს პერიოდში ავადობის მხრივ ყველაზე რთული მონაკვეთი დაასახელა.
ჩხეიძის თქმით, ყველაზე რთული იანვარი იქნება, განსაკუთრებით კი 5-წლამდე ბავშვებისთვის:
"ვვარაუდობ, რომ შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი იქნება საქართველოში ბავშვთა ავადობის მხრივ ყველაზე რთული დრო.
ყველაზე მაღალი რისკი სხვადასხვა გართულებების გრიპის ვირუსს აქვს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში. რისკში იგულისხმება პირველ რიგში ფილტვების ანთება", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები