"უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ამ საკითხს განვიხილავთ", - რა განცხადება კეთდება საპატრიარქოში

07-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

შობის თარიღთან დაკავშირებით წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი - საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქრისტეშობის დღესასწაული საქართველომ 7 იანვრის მაგივრად 25 დეკემბერს უნდა აღნიშნოს.

ამასთან დაკავშირებით მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ეკლესია აღნიშნულ საკითხს განიხილავს:

"დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურდება ხოლმე საეკლესიო კალენდრის თემა, გამოითქმის სხვადასხვა ვერსია და მოსაზრება, რასაც ამძაფრებს ხოლმე საახალწლო ზეიმთან დაკავშირებული უხერხულობები, რაც აწუხებს კიდეც ადამიანებს (მით უფრო, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია). ამასთან დაკავშირებით ამჯერად მოკლე შეფასებით შემოვიფარგლები:

საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია (ასე ხდება დღესაც) ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ;

აქვე იმასაც დავსძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტიულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს (უპირველესად) დედა ეკლესიის წინაშე. მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს და ამაში გვარწმუნებს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილი გზა."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები