"სანამ ცოცხალი იყო მასში ეს ვერ დავინახეთ", - რას წერს სამირა ბაირამოვა ბაბეტაზე
რამდენიმე დღის წინ თბილისში ავტოავარიას მარი ბაბეტა ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, ავტოშემთხვევა შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, ბაბეტა მანქანას განზრახ შეუვარდა.
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გარდაცვალების შემდეგ კარგი გოგო გახდა…! სანამ ცოცხალი ხარ ვერ გხედავენ, რომ ავად ხარ ან უკვე კვდები მაშინ უკვე „საწყალი მეცოდება“ იმიტომ რომ უკვე არ გაწუხებს მისი არსებობა, წარმატება… აღარ არის“, – წერს სამირა ბაირამოვა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები