"ვიღაცა ნაძირალამ ჩემი სახელით ეს ინფორმაცია გაავრცელა", - გივი სიხარულიძის საგანგებო მიმართვა

04-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და თავის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე გვატყობინებს:

"ჩემო მეგობრებო , ვიღაცა ნაძირალამ ჩემი სახელით დადო პოსტი, სადაც  ყველაზე უმსგავსო ინფორმაცია გაავრცელა ჩემზე. მე მინდა მთელი მსოფლიოს გასაგებად ვთქვა, რომ ჩემთვის ქართველი კაცის ოჯახი წმინდა სანთელია, რაც შეეხება ჩემი მეგობრების მეუღლეებს ისინი ჩემი დები არიან, რომელთა გულისთვისაც თავსაც გავწირავ, ეს მშვენივრად იციან ჩემმა მტრებმა და ამიტომ ყველანაირად ცდილობენ ჩემი სახელის შებღალვას.                         

პატივისცემით თქვენი გივი სიხარულიძე", - რას სიხარულიძე ფეისბუქის ოფიალურ გვერდზე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები