„კლინიკაშიც კი არ გადააყვანინა შემსწრე ხალხს!", - ავტომობილი ძაღლს დაეჯახა და სასტიკად მოეპყრო
,,ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - დიდუბეში ავტომობილი ძაღლს დაეჯახა, შემსწრეებს დახმარების საშუალება არ მისცა და ძაღლი სასიკვდილოდ გაწირა:
„ლურჯი "ფოლკსვაგენით" დაარტყა ამ არაკაცმა ქუჩის მიუსაფარს და კლინიკაშიც კი არ გადააყვანინა შემსწრე ხალხს!!
ძაღლი მოკვდა.
მე ჩემი გამჭირვებიაო ასე უთხრა გოგონას, ვინც დაინახა და ჩამოგდებული სანომრე ნიშნის დამაგრება გააგრძელა.
ძაღლი საშინელი წამებით და ტკივილებით მოკვდა!!“, - აღნიშნულ ინფორმაციას ფონდი სოც. ქსელში ავრცელებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები