ვინ არის შვეიცარიელი ქალი, რომელიც საქართველოში 26 წლის წინ ჩამოვიდა და ქართველებს ეხმარება

03-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ადამიანებმა, რომლებმაც საზოგადოებაში ადგილი დაკარგეს, ახალი სახლი “თემში” იპოვეს.

თემი ეკონომიკურად მდგრადი საზოგადოებაა, რომელმაც როგორც ორგანიზაციამ, საქმიანობა 1989 წელს დაიწყო და მას შემდეგ 70-მდე განსხვავებული შესაძლებლობებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს აერთიანებს.

ორგანიზაცია კახეთში, სოფელ გრემში მდებარეობს. დღეს თემსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელზე, სუზანაზე მოგიყვებით, რომელიც შვეიცარიიდან საქართველოში 26 წლის წინ ჩამოვიდა და სხვა საქმეების პარალელურად იმ ბავშვებს ასწავლის, ვისაც საჯარო სკოლაში სიარული არ შეუძლია.

ზოგი ბავშვი ოჯახებმა თავად მოიყვანეს ჩვენთან, ზოგიც ბავშვთა სახლიდან მოვიდა. არიან მარტოხელა დედებიც.

პროექტი 30 წელზე მეტია, რაც არსებობს.

სათბურებსა და ხეხილის ბაღებში სხვადასხვა სახის ორგანული ბოსტნეული მოჰყავთ, რასაც რამდენიმე თანამშრომელი უვლის.

ავტორი: პაულა ნეი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები