რა ჩანს ვიდეოში, რომელიც სათვალთვალო კამერამ დიდ დიღომში, ტრაგედიის ღამეს დააფიქსირა - "შეშლილი, არაადეკვატური სახე ჰქონდაო"

30-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 12 წლის გოგონას დედამ "პალიტრავიდეოს" აჩვენა.

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელის ფოტორობოტი თვითმხილველების ჩვენებითაა შედგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ხუტაშვილი განმარტავს, აღნიშნული პიროვნების ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვის წინ შეადგინა და ის საქმეში დევს.

გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ ვიდეომასალაში ჩანს, კონკრეტული პიროვნება შემთხვევის ადგილიდან როგორ გარბის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები