ცნობილია - ვის გაეზრდება ხელფასი 1 იანვრიდან
2024 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება.
1 იანვრიდან ცვლილება კონკრეტულად სამედიცინო სექტორში მომუშავე ადამიანებს შეეხებათ. მინიმალური ხელფასი დაწესდება უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომაზე.
ცვლილებები შემდეგნაირად გადანაწილდება:
უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული
ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული
ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული
სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები