რუსთაველის გამზირზე, აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა - დაშავდა კონტროლიორი
დღეს თბილისში ძალიან ძლიერი ქარი იყო, რამაც არაერთი პრობლემა წარმოშვა.
რუსთაველის გამზირზე ძლიერი ქარის შედეგად მელიქ აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა, რომელიც კონტროლიორს დაეცა და დააზიანა.
როგორც ირკვევა, კონტროლიორმა დაზიანება თავის არეში მიიღო, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღის განმავლობაში ქალაქში წაიქცა ხეები, დაზიანდა რამდენიმე შენობაც.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები