„საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც… მაშინ ვინატრე“ – რას წერს გიორგი კეკელიძე
პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს
„მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო. ვერც ავადმყოფობა. ამასწინ, საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც და ზურგიდან ძალიან ჰგავდა. მაშინ ვინატრე, ნეტავ ასე მაინც ყოფილიყო-მეთქი და ერთად გვევლო ანალიზებზე, გადასხმებზე და მაგგვარ ამბებზე. გვევლო და გველაპარაკა. სულ ცოტა ხნით რომ ჩავდიოდი შინ, მეუბნებოდა, თხილს რომ ვკრეფ და ბალახს ვცელავ, შენთვის სათქმელს ვაგროვებ და ახლა თლა მავიწყდებაო. ჰოდა, ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები. სად წავიდნენ? რომელი თხილის ძირში ვეძებო ახლა?“, – წერს ის.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები