„იბრძოლეს და ვერ გადაარჩინეს“ – რას წერენ წლინახევრის ბავშვზე, რომელსაც ლობიო გადასცდა და დაიღუპა

26-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

იმერეთში წლინახევრის ბავშვს ლობიო გადასცდა და დაიღუპა.

როგორც ირკვევა, ბავშვის კლინიკაში გადაყვანა მოასწრეს და გული აუმუშავეს, თუმცა სხვა კლინიკაში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა.

„გავნადგურდით პაციენტებიც და ექიმებიც… იბრძოლეს და ვერ გადაარჩინეს…“ – წერს სოციალურ ქსელში თვითმხილველი.

„არასდროს მოგვირჩება, რა დარტყმა და ტკივილი მოგვაყენე …  სამარადისო ანგელოზთა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ღმერთმა, ჩემო თბილო ანგელოზო,“ – წერს ოჯახის ახლობელი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები