"შვილი ამ წამიერმა სასწაულმა გადამირჩინა", - მომხმარებელი ძაღლის აგრესიის მორიგ ისტორიას იხსენებს

23-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ გურიაშ პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაკბინა, ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად კი რამდენიმე საათიანი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ძაღლების აგრესიასთან დაკავშირებით მორიგი ისტორია გაიხსენა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა:

"დაaხლოებით 8 წლის იყო ჩემი შვილი, როდესაც სკოლიდან სახლში მომყავდა. ჩემს ეზოში მაშინ დიდი თეთრი კავკასიური ნაგაზი იზრდებოდა, მეზობელს ჰყავდა დაბმული მუდამ. ეგ ძაღლი მე აშვებული არასდროს მენახა. ერთ ღამეს, ფანჯრიდან ვიხედებოდი, როდესაც შევამჩნიე სტადიონზე როგორ გამოყავდათ და იმხელა იყო ძლივს იჭერდნენ და გავაანალიზე, რომ მხოლოდ ღამე გამოყვანის მიზეზი მისი აგრესიული ხასიათი იყო.

ხოდა, როგორც ვთქვი მოვდივართ სახლში სკოლიდან და უკვე ჩვემს უბანში უნდა ამოვუხვიოთ. საკმაოდ გამასწრო ჩემმა ბიჭმა, დაახლოებით ოცი მეთრით ან მეტით ჩემზე წინ იყო, გაცდა იმ ადგილსაც, სადაც ეს დიდი ძაღლი ჰყავდათ დაბმული... წმაშ ვითარება იცვლება, მესმის რაღაც საშინელი ხმა, თან სირბილის, თან მძიმედ სუნთქვის, გავიხედე და რას ვხედავ ეს დიდი ძაღლი, რომელიც რეალურად ჩემს ბიჭზე მაღალია თითქმის, მისკენ მირბის თან ისე, რომ განწირულია. გაშრა ბავშვი, გაიყინა ერთ ადგილზე, დაიბენი, უზომოდ შემეშინდა და აღმომხდა განწირული კივილი, იმდენად განწირული, რომ მაღაზიიდან ხალხი გამოიქცა, წამებში მოხდა ეს ყველაფერი და წარმოიდგენთ, რომ ამ ძაღლს ამ კივილის შეეშინდა და არც კი იქვე გაშეშდა სადაც იყო სანამ ჩემი განწირული ხმით მივმართავდი ჩემს ბიჭს?!

მოკლედ რატომ მოვყევი ჩემო გამომწერებო ეს ისტორია, მოდით ჭკუა ვისწავლოთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი შინაური ცხოველების გამო სხვის სიცოცხლეს საშიშროებას ნუ შევუქმნით. მე ქრონიკული შიში და სამწუხაროდ დიდი ემპათია ჩამიბეჭდა ამ მომენტმა ძაღლების მიმართ, ჩემს შვილსაც, მაგრამ ცოცხალი, რომ გადავრჩით ეს ცალკე სასწაულია და მადლობა უფალს, თუმცა სამწუხაროა, რომ ყველას ვერ გაუმართლებს და პატარებისა, თუ დიდების სიცოცხლე შეიძლება ამ ძაღლებთან ჩვენმა დაუდევარმა მოპყრობამ და მოვლა-პატრონობამ შეიწიროს. გთხოვთ დაფიქრდით".


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები